ინკლუზიურ-კულტურული ღონისძიება გაიმართა

თარიღი: 06/07/2023

ინკლუზიურ-კულტურული ღონისძიება გაიმართა

2023 წლის 16 ივნისს პროგრამა "„INKuLtur –ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის“ ფარგლებში ასოციაცია "ანიკამ” გამართა ინკლუზიურ-კულტურული ღონისძიება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის, რუსთაველის ეროვნული თეატრის, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ორიონის”, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების”, საქართველოს პირველი არხის, ლანჩხუთის დასი “პინოქიოს”, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების, “გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის”, ასოციაცია “ანიკას” დღის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის 211 და 213 საჯარო სკოლები.

2022 წლის ივლისიდან ასოციაცია „ანიკამ" დაიწყო პროგრამა "„INKuLtur –ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის“. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „Dialogue for Understanding e.V.“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად. პროგრამა სრულად დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

 პროექტის პარტნიორია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.