არტ-თერაპიის სესია ანიკაში
თარიღი: 01/04/2024
2024 წლის 29 მარტს პროექტ “უსაფრთხო გარემო შშმ პირებისათვის” ფარგლებში არტ-თერაპიის სესია ჩატარდა.
ასოციაცია “ანიკა” ახალი პროექტის ფარგლებში მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილების - ბავშვების, მოზარდებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერას.
პროექტი არის INKuLtur-პროგრამის ნაწილი, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია Austausch e.V. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად. საქართველოში პროექტის განმახორციელებელია ასოციაცია “ანიკა”. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა უწყების მიერ.